დაგვიანებული პოსტი
ამბავი მზისა და მთვარისა, უკან კიდევ ვარსკვლავებისა..
ანუჰხთ როგორ შეიქმნა გალაკტიკა
სახელად
ხათო...
( განმარტება: თავიდან იწერებოდა და გამოითქმოდა როგორც ხათო, ჰხოლო შემდგომში ასო ბგერა "ხ" -ს სიმძიმემ ვეღარ გაუძლო კბილღა ღრჭიალს და დაემატა თავსართი "ჰ" ჰაეროვნებისათვის)
ჰხათოელებო, გილოცავთ ჰხათოს დაარსებიდან 27 წლის თავს...
27 წლის წინ მან თვალი გაახილა და უამრავ სამყაროთაგან კიდევ ერთმა დაიწყო ფუნქციონირება...
მანამდე კი ასე იყო...
მიყვარს ტრადიციებო, ოღონდ მხოლოდ ისინი, რომელიც ჩემი მოგონილია...
აი თუნდაც დღეს - კუს ტბიდან ფეხით მომავალი სამჯერ ავხტი ერთი ხის დანახვისას... ამ ტრადიციას საფუჩველი ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვით კი არა და 4-5- წლის წინ ჩაეყარა გაურკვეველი მიზეზის გამო,... იდეის თანაავტორი ოლღა... იცნობდეთ...
მოვდიოდით სიცილღიმილხარხარებით და ვთქვით, ამიერიდან ამ ადგილზე მოახლოებისას სამჯერ უნდა ავხტეთ ო და მას შემდეგ ისა.....
ჰხოლო ტრადიცია იგი მდგომარეობდა შემდეგში: მაშინ მე ვიყავი იმაზე უფრო პატარა ვიდრე ჩემი ამჟამინდელი წლოვანება გაყოფილი მის შემადგენელ რომელიმე რიცხვზე...
ვიყავი პატარა, მაგრამ ცაზე ვარსკვლავები იყო იმაზე ბევრი ვიდრე ახლა, რადგან მას შემდეგ ბევრი ჩამოცვივდა და მართალია, თავში არცერთი დამცემია, თუმცა....
და მე მოვიგონე ტრადიცია, რომელიც ეძღვნებოდა ჩემს დაბადებას...
მაშინ მე ვიყავი პატარა, ანუჰხთ ჩემს დაბადების დღეზე ჯერ კიდევ მოდიოდნენ სტუმრად ის ადანმიანები, რომელთა ნაწილმა უკვე დაიკავა იმ ვარსკვლავების ადგილი, რომ;ებიც ჩამოცვივდნენ... ასევე მოდიოდნენ სტუმრად ადამიანები, რომელთა ნაწილსაც აღარ ახსოვთ რომ 25 მაისს ჩემი დაბადების დღეა და კიდევ მოდიოდნენ ადამიანები, რომლებსაც შემდგომში ამ სიტყვებით ვიხსენიებდით სუფრაზე " ვისაც აქ ყოფნა უნდა და სხვადასხვა მიზეზის გამო აქ არ არიან..."
დედა საჩემდაბადებისდღევო სამზადისს იწყებდა ერთი კვირით ადრე, რაც გამოიხატებოდა იმ ოთახების დალაგებაშიც კი, სადაც არცერთ სტუმარს არასდროს ცხვირი არ შეუყვია და დღემდე გაურკევველია რატომ უნდა მოცდე და გახეხო იატაკი იქ, სადაც არავინ შევა :|
ჩემი ტრადიცია კი ასეთი იყო : ყოველთვის, როცა ჩემს დაბადებამდე 6 საათზე ნაკლები რჩებოდა, მე ვიცვამდი და მივდიოდი წყაროზე მარტო... წყარო იყო დაშორებული სახლიდან 30-45 წუთის სავალზე... მივდიოდი და ვიხსენებდი სულ რამდენიმე საათის შმდეგ სამუდამოდ გასასვლელ ასაკს... ვიხსენებდი ყველაფერს, რაც ამ ასაკმა მომიტანა, კარგი, ცუდი, დასამახსოვრებელი, არადასამახსორევებლი, გამოსასწორებელი, გასახარებელი, შესარცხვენი თუ რაც.... მაშინ მე ვიყავი პატარა და ჩემი სივრცეც იყო ჩემსავით პატარა და შემოიფარგლებოდა მხოლოდ ერთი სოფლით და ეს სოფელი იყო მაშინ ჩემი მეხსიერების ზღვარი... და მიკვირს, ახლა მიკვირს, რომ მაშინდელი სამახსოვროგასახსენეებლი ამბები 10-ჯერ მაინც აღემატებოდა ამჟამინდელს, მიუხედავად იმისა, რომ..ისა...
ჰხოდა მივდიოდი, მივდიოდი და ვიხსენებდი
და
ჩემს თავს ვაძლევედი პირობას, რომ
ყოველთვის
ყოველთვის
ყოველთვის
ჩემი დაბადების დღის წინა დღეს მე მოვიმიზეზებდი რამეს, ავვიღებდი დოქს არადა რაიმე ბოთლის მაგვარს და ვითომ წყლის მოსატანად წავიდოდი წყაროზე
და
სინამდვილეში გავიხსენებდი მთლიანად იმ წელს, რომელსაც
სულ რამდენიმე საათში გავაცილებდი
რატომღაც სიხარულით,
იმის მიუხედავად, კარგი იყო ის თუ არა....
არ ვიცი,რამდენ ჰხანს იცოცხლა ამ ტრადიციამ
3 წელს,
4 წელს
5 წელს...
მაგრამ ამ დღეს, ყოველთვის, სადაც არ უნდა ვიყო
შემომახსენდება ჰხოლმე ის ჰხათო
რომელსაც სჯეროდა, რომ
ამ ტრადიციას არასდროს მიივიწყებდა....
ჰხოლო ტრადიცია მეორე, იყო შემეგი...
25 მაისს მე ვდგებოდი ადრე, ყველაზე ადრე, სუუულსუუულსუულ ყველაზე ადრე
რათა გავქცეულიყავი და საჩუქარი მიმეტანა ჩემ მეზებელ ქალისთვის, რომელსაც ასევე ამ დღეს ჰქონდა დაბადების დღე..
და მჯეროდა, მთელი გულით მჯეროდა, რომ თუ ის დამასწრებდა და
თავად მომიტანდა საჩუქარს ოირველი,
ეს იქნებოდა ჩემთვის ყველაზე ცუდი წელი..
და ამიტომ ვშფოთავდი ღამე, არ მეძინა... ვახელდი თვალებს ყოველ ნახევარ საათსი რომ როგორც კი ინათებდა გავქცეულიყავი და საჩუქარი მიმეტაანა მისთვის...
ყოველთვვის ვასწრებდი
ყოველთვის..
და
ეს ტრადიციაც გაქრა იმ ერთი უმნიშვნელო დეტალის გამო, როგორიც იყო ამ ადამიანის გარდაცვალება....
ახლა დიდი ვარ
გავიზარდე
და
გაზრდილი ადამიანისგან მოგონილი სადაბადებისდღევო ტრადიციებიც ისეთივე უაზროა, როგორც თავად გაზრდა..
ტრადიციული წუწუნი " რა ვქნა, რა მოვიფიქრო დაბდღისთვის, სად წავიდე, სულ არაფერს ვიზამ, მარტო წავალ სადმე, ბლაბლაბლა... დღის ბოლოს ტორტის ჩაქრობა, მილოცვები, ძირითადად ინტერნეტში..."
დრო გადის თუ მე, ჯერ ვერ გადამიწყვეტია...
პ.ს. წელს ზუსტად ჩემს დაბადების დღეს დაემთხვა რუსთაველზე აქციის დაშლა... მახსოვს 4 წლის წინ, როცა 7 ნოემბერს იგივე რუსთაველზე იგივე ხალხმა იგივე ხალხი დაშალა, მე იგივე ჰხათო, რომელსაც იგივენაირად მეკიდა პოზიციან.ოპოზიცია როგორც ახლა, ავდექი და გავედი დარბეულ რუსთაველზე, იმის დასამტკიცებლად, რომ ისა.... წელს კი, წელს როცა ყველაფერი თითქმის იგივენაირად განმეორდა, როგორც გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი, მე მზად ვიყავი მონაწილეობა მიმეღო ამ ხალხის დაშლაში, იმის დასამტკიცებლად, რომ ... ისა.... ანუჰხთ გავიზარდე... გაზრდა კი ჰხან კარგია, ჰხანაც.... რეავიცი : )
Subscribe to:
Post Comments (Atom)
მე ამას ვნახავ!
შენს მესახებ...
- მეჰხთ
- ხათუნახათოხათუხათპატაპუტინაანიტპატაპპატნეშემოათახჰ
პოპულარული არა ისა
-
როდის მიდის ადამიანი ერთი და იგივე ადგილას 2 ჯერ არა და 8 ჯერ 1) როცა მნიშვნელობა აქვს სად მიდიხარ 2) როცა მთავარია ვისთან ერთად მიდიხარ ...
-
მაგთი თუ ჯეოსელი? საქართველოს ბანკი თუ თიბისი? წითელი თუ შავი? სვანეთი თუ თუშეთი? ეს მერამდენე წელია, ზაფხული ჩვეული ფიქრით დაიწყო ...
-
პირველად ბლოგზე კარავული ლაშქრობის აღწერის სურვილი 4-5 თვის წინ გამიჩნდა... ზანავი-ნუნისის გასვლიდან ჩამოვედი, კომპი ჩავრთე, ბლოგი გავხსენი ...
-
ეს იყო ყველაზე არაორდინალური გასვლა/ლაშქრობა ჩემს ცხოვრებაში! არა2დინალური იმიტომ, რომ 1) არ ვიცოდი სად მივდიოდი 2) არ ვიცოდი ვისთან ერთ...
-
აი ეს პროცესი მიყვარს.. გამგზავრებამდე დღეები რომაა დარჩენილი და ფორიაქშფოთიალი რომ პიკს აღწევს ჰხოლმე... საქმეს რომ აკეთებ და ამ დროს ...
-
დაჯდა წერად ანდერძისა კი არა და სამოგზაურო ნარკვევვისა საბრალოსა საუბრისა თუ როგორც არის... ახლა მე უნდა მოვუყარო თავი მთელი ერთი კვირის...
-
ქარის მოტანილს ქარი წაიღებს ო თუ როგორ არის ეგ? მაგრამ 25 ში, როცა დაბადებიდან ზუუუსტად სამი წლის თავზე ჩემმა ბლოგმა pataputina.blogs...
-
ზუსტად 5 საათში ჩემი მაღვიძარა კი არა და ტელეფონი დარეკავს და ძილბურანში მყოფს ძალიან დამეზარება გაღვიძება... ვიფოქრებ, რომ.. ოო, ოღონდ ჯერ...
-
დაგვიანებული პოსტი ამბავი მზისა და მთვარისა, უკან კიდევ ვარსკვლავებისა.. ანუჰხთ როგორ შეიქმნა გალაკტიკა სახელად ხათო... ( განმარტება: ...
-
დღეს სახლის დალაგება გადავწყვიტე. ასეთი სისაოცრეეები წელიწადში 2 ჯერ ხდება საბედნიეროდ... უჯრა დავალაგე და ვიპოვნე ერთი ოქროს ბეჭედი(...
ბებერი პოსტები
უჩინარი სულები
სისაინტერესოები
Followers
Powered by Blogger.
0 comments:
Post a Comment