ლომის მთის ძირი

პირველად ბლოგზე კარავული ლაშქრობის აღწერის სურვილი 4-5 თვის წინ გამიჩნდა...
ზანავი-ნუნისის გასვლიდან ჩამოვედი, კომპი ჩავრთე, ბლოგი გავხსენი და დავიწყე წერა..
(გადაიკითხეთ ბუმბერაზი კალსიკოსები

თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა, ბოლოსდაბოლოს მთა ყველგან მთაა და ტყე ყველგან ტყეა ( (ც) პერწკლი ), მაგრამ ადამიანები ყველგან ადამიანები არ არიან.. აი განსხვავება..
ჰხოდა რაღა ბევრი გავაგრძელო
ზანავი ნუნისის გასვლიდან 5 თვის შემდეგ, როცა ფეისბუქის PM ში ახალი შეტყობინება ამომიხტა, შინაარსით წამოდი ლომის მთაზე, იგივე ჰხალხი მივდივართ, ვინც მაშინ ვიყავითო, არც დავფიქრებულვარ ისე ჩავეწერე და წავედი... ჰხო არ დავფიქრებულვარ და გზადაგზა და დროდადრო და ხანდახან გულის ჩხვლეტები მქონდა ამ დაუფიქრებლობის გამო,  რადგანაც  ლაშქრობა ჩემი საყვარელი ბაბუშკას დაბადების დღეს ემთქვეოდა და მე კდიევ საკუთარი სურვილების გამო სხვის სურვილებზე უარი ვთქვი... თუმცა სხვაგვარად რომ მოვქცეულიყავი ალბათ ეს უფრო იქნებოდა ჩემი მხრიდან გასა20არი.. ვინ იცის... 


პარასკევი ჰხომ ყოველთვის პარასკევია, მაგრამ როცა პარასკევია და თან იმავე საღამო სადღაც გაგიწევია, რა მნიშვნელობა აქვს სად და იცი რომ მომდევნო ორი დღე  100% ით განსხვავებული იქნება წინა ხუთი დღისგან, მაშინ გულიც განსაკუთრებით გიძგერს და დროც უფრო მალე გარბის და საქმე იწელება და როგორც სიზმარში, გარბიხარ და ვერ ასწრებ და ფეხზე გეხდება და თასმას ვერ იკრავ, ეგ გემართება...ძლივს მოვასწარი სახლში მივარდნა, ჩანთის ჩაყრა და გაქცევა... მიყვარს სამთო ქიმია, ძალიან ბევრ კარგ ისტორიას სათავე სწორედ მანდ ეყრება ჰხოლმე <3

მოვთავსდი ფანჯარასთან, ანუ კარგად მოვთავსდი... : D თბილისის დატოვება ყველამ ერთი ჭიქა არყით აღვნიშნეთ და მერე დაიწყო როგორც იწყება ხოლმე, სიცილხარხარხმაურობებანი...

გზად ერთხელ გავჩერდით ერთ-ერთ ისეთ ადგილას, თითქმის ყველა სამარშუტოს მძღოლი რომ ჩერდება და სანამ ჰხალჰხმა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეძლო, ჩვენმა მძღოლმა ერთი ქალის შებმა და მისთვის ნომრის გამორთმევაც მოასწრო... ასეა, ასაკში ყველაფერი სწრაფად ხდება... დავმშვიდდი, ეტყობა მე ჯერ კიდევ არ ვარ ასაკში, იმიტმ რომ ჩემთან ყველაფერი ნელა ხდება : D ჰხოდა ასე...

ჩავედით ბორჯომში
წვიმდა წვიმა წვიმდა
და
ბნელოდა
და
ციოდა
და
თბილად და რბილად დაძინებას არაფერი მერჩივნა... 

ჯერ ბორჯომის რკინიგზის სადგურში გადავწყვიტეთ დარჩენა და ღამის გათევება, მაგრამ მერე წვიმას როგორ შევუშინდეთო და წავედით გოგირდის წყლებისკენ...  ბავშვები გადახტნენ წყალში მაშინვე, მე სად მქონდა დასველების თავი, გავშალე კარავი, შევხტი და დავიძინე... მეძინა იმ ერთერთუიშვიატესკარგადთაგან რაც კი ოდესმე მძინებია კარავში... სიზმრები ვნახე მრავალმრავალი და ფერადფერადი...

დილით კარვიდან თავს რომ გამოყოფ და რომ იწყებ დათვალიერებას, ვაჰხთ, ნეტავ სად ვარო, ჰაერს რომ ჩაისუნთქავ და სუფთა რომაა და ფილტვები რომ ამოგძახებენ, გაიხარე, სულზე მოგვისწარიო, სირცე რომ იმხელაა, სადღაც შორს რომ იყურები და თვალებს მონიტორის ცქერის მეტი რომ არაფერი ახსოვთ და გაოცებულები რომ დათვალთვალებენ, ვაა, თურმე კომპიუტერს იქით სხვა სამყაროც არსებობსო, ფეხს რომ გადაადგამ და ჯერ ძვლების ჭრილი რომ ისმის და მერე თავისითვე რომ გადაადგილდებიან გახარებულები, თითქოს დაბმული გარეული მხეცი აეშვას ვინმეს და ყავაც თუა და ცოტა საუზმეც, რა კარგია ჰხოლმე ცხოვრება მაშინ ....



სიარული საკმაოდ გვიან დავიწყეთ, გასავლელი გვქონდა ბორჯომ-ხარაგაულის 1 და მე-6 ბილიკი... ჩემი ზურგჩანთა კიდევ უფრო დაიბრიცა, ვიდრე ყიდვისას იყო, პარალონი ვეღარ დამაგრდა და ხელით მომიწია ტარება... ჩანთის დაჩხლართვასთან ერთად მეც მივიჩხლართე, მაგრამ გულის სიღრმეში საკუთარ თავს ვაჯერებდი, არა მშვენნივრად ვარმეთქი... მაგრამ მერე ერთერთი შესვენებისას ბაქას ჩემი საცოდაობით გული რომ შეუღონდა, რა სჭირს ასეთი შენს ჩანთას მანახეო და რომ ნახა გაოცდა... რა სად იყო გაყრილი კაცმა არ იცის... მოკლედ დაშალა და თავიდან ამიწყო ჩანდა და მოვიკიდე და ჰხოი სა20რებავ.... ზურგზე თითქოს ბამბის გუდა მქონდა მოკიდებული... მოკლედ, ნერვები მომეშალა, თურმე რა მაგარი სატარებელი ჩანთა მქონია და მე კიდევ მთელი თუშეთი, ბახმარო, ქუთეისი და ვინ იცის რა,  ასე დავიტანჯე... ჰმ!

პირველი გაჩერება აღგზნებულ ხესთან იყო... აი სურათს დახედდეთ და მიხვდებით რატომაა ეს ხე აღგზნებული... :შ


მერე დაიწყო აღმართი.. დაიწყო და არ დამთავრდა... რომ მიდიხარ და სული ყელში გებჯინება და წნევა რომ იცვლება და გული ისეთი ხმით რომ ძგერს, რომ იძულებული ხარ მარტო იარო, ვინმე რომ არ შეაწუხო შენი  ბრაგაბრუგით :შ
ჰხოდა მივდიოდი მარტო ტყეში და საკუთარ თავს ვეუბნებოდი, აი ჰხათო შენ წინ ადამიანის ჭაჭანება არ არის და შენს უკანაც ადამიანის ჭაჭანება არ არის და სულ მარტო ჰხარ ამ უსიერ ტყეში და აზრზე არ ხარ სად მიდიხარ მაგრამ მიდიხარ და ახლა შეგიძლია იფიქრო, იფიქრო იმაზე, რაზეც სხვაგან ვერ ფიქრობ იმიტომ რომ იქ წინაც ხალხია და უკანაც ხალხია და იქ ხმაურია და დიდი შენობები და აქ ყველაფერია გარდა ფიქრისა, როგორც მაშინ თუშეთში, გზა და მდელო და ბალახი და ჰაერი და ერთადერთი ფიქრი "რალამაზიათუშეთირალამაზიათუშეთირალამაზიათუშეთი...."



მერე შემეშინდა ტყეში მარტოს და ავუჩქარე ნაბიჯს და დავეწიე ჩემს წინ მყოფებს... ჰხოდა გადავიარეთ რამდენიმე აღმართი და იმდენივე დაღმართი და კიდევ ცოტა უფრო მეტი აღმართი და მივადექით ერთ ლამაზ კოტეჯს, რომელიც წინასწარ გვქონდა დაბრონილდაჯავშნული... ჰხოდა კოტეჯი იყო ხის და იდგა ბევრი ორსართულიანი საწოლი...  
მერე როგორც ხდება ხოლმე.... ლაშქრობის  კულმინაცია, კოცონი, მწვადი, სასმელი, გიტარა, სიმღერა,  ბევრი სიცილი და ცოტა ტირილი,... თუმცა არა, ამ გასვალში ტირილიც ბევრი იყო : D ჰხოდა კიდევ ის რომ ცა იყო მოჭედილლი ვარსკვლავებით და მე ვისმენდი ყველაზე პახაბნი ანეგდოტებს და ავფიქრობდი რომ ვარსკვლავებით მოჭედლი ცა ალბათ უფრო სოაცარია, ვიდრე მორალური კანონები ჩემში....


ჰხოდა კოტეჯის გვერდით იწყებოდა ერთი დიდი აღმართი... არა, ისეთი აღმართი არა როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, აი უძალიანესი აღმართი :| ჰხოდა ამ აღმართს რომ აივლიო, მანდედან იწყება ლომის მთაო... ანუჰხთ ის ადგილი, რის სანახავადაც წამოვედით... ჰხოდა მე რომ დავინახე ეს აღმართი ჰხომ გადამიქანდა გული, ჯანდაბას ავედი და მანდედან რა ჩამომიყვანეს უკანმეთქი და თურმე ჯერ სად ხარ... ეს რა არისო, უკანა გზაზე ისეთი დაღმართი გვაქვს გასავლელიო... ჰხუხ... ჰხოდა აი გამოცდის წინა ღამეს რომ თვალებს რომ დახუწავ და ხედავ რომ გამოცდაზე ხარ და საკითხი არ იცი და რომ ბორგავ ეგ დამემართა... დაღლილ-დაქანცულს ღამე გამეღვიძა 18 ჯერ, რა გაძინებს შე საწყალო ხათო, ხვალ ისეთი დაღმართი უნდა ჩაიარო, ან გადარჩები ან არამეთქი და დილით რომ ხალხი ადგა და ლომის მთაზე ასასვლელად მომემზადა, რა ლომის მთამეთქი, გავგიჟდი, რა მელომისმთება ჯერ მორალურად უნდა გავემზადო იმ დაღმართისთვისთქო და მოკლედ ისა... არ ავედი ლომის მთაზევ :შ ჰხოდა თქვენ გგონიათ ვნანობ? სულაც არა... : D 



გავშალე პარალონი , ავიღე კაფკა და დავიწყე კითხვა : D
ჰხოდა მერე  ყავა მომინდა უსასტიკესად და რადგანაც ჩვენ 6 ვიყავით და ყავა მხოლოდ ერთი იყო დანარჩენი ბავშვების ჩანთებს შევესიეთ იმ იმედით რომ ვინმესთან ყავას ვიპოვნიდი და პირველად ცხოვრებაში დაუკითხავად ვიქექე ჩანთებში და თურმე რა საინტერესო ყოფილა : D და შედეგად, მხოლოდ ერთი ერთჯერადი ყავა ვიპოვნე (კივილაძე, შემთხვევით ეს თუ შემოგეკითხა, ის ყავა, მე მოგპარე:შ ) და გავყავით ძმურად და ყველა დარჩა ბედნიერი : D


ჰხოდა იმ დაღმართს რაც შეეხება, გავიქეცი პირველი უკანა გზაზე, ბარემ თუ უნდა მოვკვდე, პირველი დავგორდემეთქი და იქ ხალხი თურმე სოკოს წვავდა და მიდიოდა სიცილმხიარულება და ამბები და მე კიდევ გამიშვით, ბარემ დავგორდე და ამით დამთავრდესმეთქი :შ ჰხოდა დაიწყო დაღნართი და ეს იყო იცით როგორი? სამი პამიდორი რომ  მიფრინავს და ფრთხილად ბიჭებო წინ კედელია ტყლუუმპ ... რაო, რაო?? ტყლუმტყლუუმპ ო იცით: _))) ჰხოდა ეგრე : D გაიქცეოდი დაღმართზე და წინ დაგხვდებოდა ხე და ტყულმპ და ჩაეხუტებოდი, მეორე ამოარჩევდი კიდევ სხვა ხეს და გაიქცეოდი და ახლა იმას ჩაეხუტებოდი და ასე სიცილით ჩამოვდაღმართდი... ანუჰხთ წინათგრძნობა იმაზე უფრო კოშმარული აღმოჩნდა, ვიდრე რეალობა... ჰხოდა რადგან დანარჩენებზე დაახლოებით 1.5 საათით ადრე ჩამოვედი, იქვე მარიამწმინდის ეკლესიაშიც მოვასწარი ასვლა და მერე გზად მახსოვს სამარშუტო ბორჯომს გასცდა და უცბაშად თვალი რომ გავახილე დიღომში ხალხი ჩადიოდა, მოვედით, აბა კარგადო : D

ჰხოდა ყოველი ლაშქრობა ჰხომ იმით მთავრდება, რომ ახალს ეყრება საფუძველი..
ანუჰხთ არც არაფერი დამტავრებბულა
წინ ბევრი შაბათ-კვირა
და
დიდი გეგმები მაქვს : )


სანახავი ჯერ კიდევ ბევრია.....




0 comments: