ქუთათურტური

ეს იყო ყველაზე არაორდინალური გასვლა/ლაშქრობა ჩემს ცხოვრებაში!

არა2დინალური იმიტომ, რომ
1) არ ვიცოდი სად მივდიოდი
2) არ ვიცოდი ვისთან ერთად მივდიოდი
3) არ ვიცოდი რატომ მივდიოდი


მოკლედ, ისა...
იმისდა გამო, რომ პარასკევს დაგეგმილი არაგვისპირობა ჩაიშალა
და
მორალურად და ფიქიკურად მზად ვიყავი სადმე წასასვლელად
ჰხო სადმე...
სულ ერთი იყო სად
ამიტომ
მადლობა ღმერთს  რომ არსებობენ ადამიანები,
რომლებსაც ასევე არ აინტეერსებთ
სად წავლენ
და
რატომ წავლენ
და
რამდენი ხნით და როგორ და რანაერად
მთავარია წავიდნენ..

ჰხოდა შევიკრიბეთ დილის 9 საათზე ოთხი ადამიანი სათნო ქიმიასთან
და
დავათვალიერეთ სამარშუტოს აბრები
\და
ჩავსხედით ქუთაისში მიმავალ ტრანსპორტში...
ჰხოდა რა უნდა ქნა ქუთაისში ჩასულმა ადამიანმა, როცა მიზანი ნული გაქვს?
რა თქმა უნდა ყავა უნდა დალიო რომ მიზანი გაჩნდეს
ჰხოდა შევედით მაკდონალდსში...
ქუთაისში ფეხის დადგმისთანავე  მოგვცვივდა 3-4 ტაქსის მძღოლი
და
დაიწყეს დამტვრეული რუსულ/ინგლისურით ტაქსის შემოთავაზება...
მოკლედ უცხოელი ტურისტები ვეგონეთ...
ჰხოდა იმის მერე მთელი ამ ორი დღის განმავლობაში\
ქართულად მგონი არავინ დაგვლაპარაკებია\
ამვლელ-ჩამომვლელი ჩვენს დანახვაზე იწყება თავიანთ ნასწავლ უცხო ენებზე პრაქტიკის გავლას
და
ეს იმიტომ არა რომ ჩვენ უცხოლებს ვგავართ!
უბრალოდ, საქართველო\ში რიგით მეორე ქალაქში წარმოუდგენელია ქართველმა ახალგაზრდამ აიღოს ჩანთა, ჩაალაგოს საძილე, პარალონი, ტანსაცმელი, საგზალი და იბოდიალოს წაღმა-უკუღმა:\
ჰხოდა ცუდია...
მოკლედ, გადავწყვიტეთ ბარემ ქუთაისში ვართ ჩამოსულები და პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, მოწამეთა და ა.შ. მოვინახულოთო
პრომეთეს მღვიმე  ერთ-ერთი იმ ადგილთაგანია, რომლის არსებობის შესახებ
ყველა ქართველმა თუ არა ყველა ქუთაისელმა მაინც უნდა იცოდეს
იმიტომ რომ
თვითონ  თუ არ აინტერესებთ და არ უნდათ ნახვა
იმერული სტუმარმასპინძლობისათვის აუცილებელიც კია
სტუმარს მისი ნახვა დათვალიერება შესთავაზო..
ამის მიუხედავად, ბევრს საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა სად იყო ეს მღვიმე..
მოკლედ, ბევრი ვიბოდიალეთ სანამ გავიგებდით როგორ მოვხვედრილიყავით პრომეთესთან..
გზად  ვიყიდეთ საჭმელი
ერთი პიკული, ერთი პური, ორი მიწისთხილი
და
უცბაშად გიორგი ახტა და დახტა, ეს უნდა ვჭამოვო? წავიდა და იყიდა ძეხვი : D
ჰხოდა კაცების გრძნობა/გონება რომ კუჭზე გადის, ამაში ამ ორ დღეში კიდევ უფრო დავრწმუნდი
ისევე როგორც იმაში, რომ ჩემი ხასიათი პირდაპირ პროპორციულია ყავის დოზისა...

პრომეთეს მუზეუმში დაგხვდა უდიდესი რიგი
ალბათ იმიტომ რომ შესვლა უფასო იყო...
ჩავეწერეთ რიგში ასე: "პერწკლი 4 "
ჰხოდა ჯერ ისედაც საეჭვო თვალით გვიყურებდნენ და რა პერწკლი ჰხომ კარგად ჰხართო არ უთქვამთ მაგრამ თვალებზე ეწერათ...
გავჭორეთ ყველა სანამ ჩვენი რიგი მოვიდოდა
სხვა რა უნდა გვეკეთებინა...
კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი ჩემს უგემოვნო გემოვნებას
იმიტომ რომ ვინც მე მომწონდა ამათ არ მოსწონდათ და პირიქით..
მოკლედ, როგორც იქნა დაიძახეს პერწკლი 4 ო და გავუყევით მღვიმის გზას...
მღვიმეში შესვლისას გიდმა გაგვაფრთხილა გულსისხლძარღვთა პრობლემები ვისაც გაქვთ არ შემოხვიდეთო
და
მე რა თქმა უნდა დავპანიკიზმენდი, იქნებ მაქვს და არ ვიციმეთქი..
მოკლედ, სულ გულის კანკალით გავიარე მღვიმე...
მეშინოდა გული არ წამსვლოდა უჰაერობის გამო ან რამე
მარა
ისა...
იმის გარდა, რომ მღვიმე მომეწონა თავისი ათიათასწლიანი სტალაგმიტებით
მთავარი ის იყო. რომ გავიგე თურმე
გულ.სისხლძარღვები საღი მქონია
რადგანაც როგორც ჩემი ფეხით შევედი, ისევე ჩემი ფეხით გამოვედი...
ჰხოდა მღვიმის ბოლოს გვირაბთან ერთად კაცი იდგა ერთი, დარაჯი...
60 წელია ამ მღვიმეს ყარაულობსო
და
მადლიერ შთამომავლობას ამ კაცის ძეგლიც იქვე დაუდგამს...
და თქვენ ჰხომ არ იცით რა საოცარი სანახავი იყო ცოცხალი ადამიანი და იგივე გაქვავებული ადამიანი...
და
რატომღაც ადამიანებს ეტყობა გაქვავებულგაძეგლებული ადამიანები უფრო მოსწონთ,
იმიტომ რომ
უმრავლესობა იმ ძეგლთან იღებდა სურათს და ეს კაცი იდგა და უყურებდა...


აპოლონის კი არა და პრომეთეს მღვიმის მერე ვიფიქრეთ, მოდი სათაფლიამდე მივაღწიოთ და იქ დავბანაკდეთო..
ჩამოვედით ისევ ქუთაისში და იქიდან ფეხით გავუყევით სათაფლიასკენ მიმავალ გზას..
გვეგონა ახლოს იყო და აი ახლა მივალთ აი ახლაო და ამასობაში ორი მანქანის გამოცვლა კი დაგვჭირდა... კეთილი ჰხალჰხი ჰხომ არ დაილევა და მიგვიყვანეს როგორც იქნა მინდვრამდე..
უკვე ღამდებოდა და ამიტომ სანამ კარავს გავშლიდით, შევესიეთ ტყეს რომ ცეცხლის დანთება და შეშის შეგროვება მოგვესწრო..
შეშა კი შევაგროვეთ, მაგრამ დავიკაწრეთ და დავინგრიეთ ხელფეხი..
კარავის გაშლას რაც შეეხება, ისეთი დაღლილები ვიყავით, დაგვეზარა კარავის წესიერად აწყობა და ამის გამო ღამე სულ მცირე 5 ზე ჩამოგვეშალა თავზე კარავი...
რამდენჯერაც ქარმა დაუბერა, იმდენჯერ კარავის რკინა მხვდებოდა თავში ზემოდან :შ

ჰხოდა სანამ კარავში შევიდოდით, გავშალეთ მინდორში პარალონები
და
ვაიმეჰხთ, ცა იყო ისეთი ისეთი ისეთი
გადავაააააარსკვლავებული,,,
რომ უყურებ და რომ ვერ ძღები ყურებით
ადგილი რომ არ არის ცაზე დატოვებული უვარსკვლავო და თვალის მოშორება რომ გენანება..
ერთი პირობა კი ვიფიქრე აქვე გარეთ დავიძინებმეთქი, მაგრამ ადგილობრივებმა გაგვაფრთხილეს, მგლებიაო.. ჰხოდა მგლების ამბავი თავიდან არასერიოზულად მივიღე, მაგრამ მერე ერთი  ფილმი მოყვა გიორგიმ რაღაც გაყინულებიო თუ მაგდაგვარი მგლები როგორ ჭამენ ადამიანებს და ისე ნათლად წარმოვიდგინე რომ პირველი მე შევვარდი კარავში...

მეორე დილით ჩვეულებრივი ყავამდელი უჟმურობები მჭირდა
ყველაფერზე რომ იღრინები და რომ არ იცი რატომ..
ჰხოდა ამ ღრენაღრენაში რა მესათაფლიავებამეთქი და
არ შევედი მღვიმეში( კიდევ კარგი)
სამაგიეროდ იქვე წყარო ვიპონეთ მე და პერწკლიმ და ცივი ყავა გავაკეთე და აი რომ სხვამ და პირველივე ვწეთიდან რომ გრძნობ როგორ იხსნება სისხლძარღვები და როგორ ფერადდება 3ყარო და ყველაფერი როგორი ლამაზი და კარგია ეგ დამემართა : D

ჰხოდა რადგანაც ბიჭები სათაფლიას მღვიმის  სანახავად იყვნენ შესულები და ჩვენ  კიდევ უკვე ხასიათზე მოსულები ვიყავით რამე ჰხომ უნდა გვექნა... ჰხოდა დავსხედით და 2 საათი ენა არ გაგვიჩერებია იმდენი ვიჭორიკნეთ : D პირველიდან ბოლო მოწონებულ ბიჭამდე ყველა გავჭორეთ და ქალი არ დაგვიტოვებია მწარე კომენტარით რომ არ შეგვემკო :)) მოკლედ, ჩვეულებრივი ქალური საუბრები იყო, როგორც ხდება ჰხოლმე ყავის ფონზე, მაგრამ მაინც ისა :ც
ჰხოდა ჩვენ კი მოვედით ხასიათზე, მაგრამ სამაგიეროდ, გიორგი და იმედა დაბრუნდნენ იმედგაცრუებულდაბღვერილები  და ალბათ ვერც გავიგებდი რა სჭირდათ, ცოტა ხნის მერე ქუთაისის სახინკლეში რომ არ შევსულიყავით და ხინკლის დანახვაზე მათი გადაციხკროვნებული თვალები არ დამენახა :D ანუჰხთ კიდევ ერთხელ - კუჭი შეიქმნს სიყვარულსა თუ რაღაც მაგდაგვარი :D

ჰხოდა ჩვენი ქუთაისში წამოსვლის კიდევ ერტი მოტივატორი ის იყო, რმ ვიცოდით კვირას კარაველების ქორწილი იყო მოწამეთაში და ვიფიქრეთ, ჯვრისწერას დავესწროთო.. თავიდან ამ იდეამ ძალიან აღმაფრთოვანა მარა მერე თანდათან შემრცხვასავით ამხელა ჩანთებით და აჯაჯულდაჯაჯულურად ქორწილში მისვლა, მაგრამ მოწამეთას ნახვა ჩემი როდინდელი ოცნება იყო ვერ გეტყვით... მამა გიორგის შესახებ ვნმეს თუ რამე გსმენიათ, მიხვდებით როგორ მინდოდა და როგორ მეშინოდა მისვლა... მაგრამ საბოლოოდ, მაინც წასვლა გადავწყვიტეთ...
ჩოხებში გამოპრანჭული კარაველი ბიჭები რომ დავინახე და 20 სანტიმეტრიან ქუსლებზე შემხტარი გოგოები, კინაღამ ვინანე, რა მომარბენინებდამეთქი, მაგრამ მერე ნეფე-პატარძლის სახეზე ისეთი სიხარული და გაოცება იყო ჩვენს დანახვაზე, რომ მივხვდი ღირდა წასვლა...
ჰხოდა ნაქორწინალები კიდევ ერთხელ შევცვივდით მაკდონალდსში, ვიყიდეთ ყავა/ჰამბურგერი და ჩავიჭედეთ თბილისისკენ მომავალ სამარშუტოში
ჰხოდა 4 საათში უკვე თბილისსში ვიყავით ჩვეულ სიტუაციაში ჩვეულ გარემოში ჩვეული ჩვენ ები და ყველაფერი იყო ისევ ისე, როგორც წასვლამდე...

შევეცადე, ეს პოსტი ყოფილიყო მხოლოდ იმის აღწერა, რაც იყო იმ ორ დღეს, ზედმეტი ბლაბლაბლუბლუებით.... არადა შეგრძნება მაქვს ისეთი, რომ ყველაფერი დავწერე მთავარის გარდა...
ჰხოდა ისა...
კაი
არაფერი





პ.ს. სურათები მოპარულია : D