70970

აი ეს პროცესი მიყვარს..
გამგზავრებამდე დღეები რომაა დარჩენილი
და
ფორიაქშფოთიალი რომ პიკს აღწევს ჰხოლმე...

საქმეს რომ აკეთებ და ამ დროს სხვაგან ჰქრის შენი გონება
და
აი უკვე მერამდენჯერ ფიქრებოცნებებში ფრთებით მოივლი იმ ადგილებს
რომელსაც
სულ რამდენიმე დღეში უკვე ფეხით შეუდგები...

მიყვარს და 50% ალბათ სწორედ ამ პროცესის გამო მხიბლავს მოგზაურობა

თან მოგზაურობაც არის და მოგზაურობაც...
ნეპალი ალბათ მოგზაურობაზე ცოტათი მეტია
თუმცა გააჩნია ვისთვის : )

ჩემთვის კი... ჰხო ჩემთვის  ისა...
მარა ამაზე მერე დავწერ
ბოლოსდაბოლოს წინ მთელი ერთი კვირაა ...