ჯმასკ/ა

დღეს სახლის დალაგება გადავწყვიტე.

ასეთი სისაოცრეეები წელიწადში 2 ჯერ ხდება
საბედნიეროდ...
უჯრა დავალაგე
და
ვიპოვნე
ერთი ოქროს ბეჭედი(კაცმა არ იცის ჩემს უჯრაში საიდან მოხვდა)
ერთი ოქროს საყურე-ცალი( დიდი ხანია დაკარგული მეგონა)
და
ერთი წერილი....
წერილი ვატრიალე დიდხანს სანამ გავიხსენებდი რა წერილი იყო და ვისი მოწერილი და რა ვითარებაში...
და ბოლოს გავიხსენე...
გავიხსენე და შეგრძნება იყო დაახლოებით ისეთი,
რაღაც რომ გესიზმრება ძალიან ემოციური
და
რომ გაიღვიძებბ და იფიქრებ რომ
ჰხუხთ, სიზმარი ყოფილაო
და
ამოისუნთქებ შვებით
და
უცბაშად თვალში მოგხვდება რაღაც ნივთი რომელიც სიზმრიდან გახსოვდა
და
მიხვდები
რომ
სიზმარი მთლად სიზმარი სულაც არ იყო.....


მერე დავფიქრდი და  ვიფიქრე რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე შენი წარსული
და
ის ამბებია, რომელიც უკვე მოხდა და გადაგხდა
და
ადამიანები მაგით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ვის უფრო მეტი თავგადასავამოსაყოლი აქვს...
ჰხოდა მივხვდი რომ უცბაშად ჩემს თავში ახალი პლანეტისაღმოჩენასავით განათებული აზრი
სულაც არ იყო რაიმე განსაკუთრებული
და
მორიგი სიბანალურეა,
მაგრამ
ზოგჯერ სიარაფრეშიც რამდენ რამეს დანიახავს ადამიანი ჰხოლმე...

ჰხოდა კიდევ ის რომ
გავა დრო და მე რომ ვიქნები
ზეუცნობილესი საზოგადო კი არა და საჩემთავო მოღვაწე
და
ვინმე ცნობილობას მოწყყურებული ჟურნალისტი რომ მეწვევა
და
დამისვამს ჩამჭრელ შეკითხვას
"რა აზრის შენი ცხოვრების მიზანი"-ო
და
იფიქრებ რომ მე პასუხი არ მაქვს და გუნებაში გაამზადებს ინტერვიუს სკანდალურ სათაურს
ჰხათომ არ იცის რა არის მისი ცხოვრების მიზანი

მე თავს ავწევ, გავუღიმებ მრავალმნიშვნელოვნად
და
მშუიდად ვეტყვი

"თავგადასავლების შეგროვება... მეტი არაფერი..."

გზაჰხთ -1

დაჯდა წერად ანდერძისა კი არა და სამოგზაურო ნარკვევვისა
საბრალოსა საუბრისა
თუ როგორც არის...

ახლა მე უნდა მოვუყარო თავი მთელი ერთი კვირის ამბებს
და
მოვყვე
თუ როგორი იყო კაPადოკია...
P ს იმიტომ ვწერ ასე მკვეთრად კი არა და საუცხოასოდ, რომ
ამდენ ხანს მეგონა კაბადოკია
და
თურმე ისა... ;ც
ალბათ ამიტომ  იყო სამჯერ რომ ჩავალაგე ბარგი კაბადოკიაში წასასვლელად და სამჯერვე წასვლის წინა საღამოს რომ ამოვალაგე
ჰხან რა მიზეზით, ჰხან რა მიზეზით...
აბა რა იქნებოდა, თქვენ გესმიამოვნებოდათ ვინმე თქვენთან ისე რომ მოდიოდეს სტუმრად
სახელიც რომ არ იცოდეს წესიერად...
ჰხოდა მესამე ცდაზე მიმიღო :ც
მართალია სულ ჭექა-ქუხილით და წუიმა-ქარებით,
მაგრამ
მერე გამოანათა კიდეც
და
გამიღიიმილა ცამ
თუმცა, ეს მერე...
მანამდე კი ასე იყო ამბები....

გამგზავრებამდე მოლოდინი მქონდა ნული... არ ვიცი რატომ...
საერთოდ არ ვფიქრობდი სად მივდიოდი, რატომ, რისთვის
მთავარი იყო წავსულიყავი..
ჰხოდა წავედი...
 წავედი 2 ნაცნობ და 14 უცნობ ადამიანთან ერთად,
რომელთა ასაკიც იწყებოდა 55 წლიდან და სრულდებოდა 70 წლამდე....
ჩემი თანამგრაზვრების 95% -ს შეადგენდნენ ქალები
და
ამ ექვსი დღის განმავლობაში
მივხვდი რომ
ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მეც თითოეული მათგანის მსგავსი გავხდები..
და სულაც არ არის ეს ამბავი გასახარი..
ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე....


ჩემს ზესა20არ თვისებათაგან 1-1   -  ვჯდები სამარშუტოში, თვალს მოვავლებ სკამს და ამის შემდეგ თვალს ვახელ უკვე დანიშნულების ადგილას...
1-5-10 საათი გზაში გადის სიზმარ -სიზმარ
მახსოვს კადრი -აღმაშენებლის ძეგლი და ზუსტად ერთ წამში თვალი რომ გავახილე თვილისის მოლოდინში, ბორჯომში ამოვყავი თავი :უსერ:

ოდესმე მემუარების წერას რომ დავიწყებ, 1 დიიიიდ თავს მივუძღვნი
ჩემი
და
ტაქსის მძღოლების ისტორიას...
ბორჯომში ფეხის დადგმისთანავე უცბაშად ერთი ტაქსის მძღოლი მომიახლოვდა და მკითხა
საით გაგიწევიათო,
ვუთხარი კაბადოკიისკენმეთქი...
რა გინდა კაბადოკიაში, საქართველო უკვე აითვისეო?:D შენ ისიც კი არ გეცოდინება კაბადოკიას რა ერქვა უწინო...
ჰხოდა აქ ჩემი ქვეცნობერის სადღაც მიყრუებულ კუნჭულში სინათლე აინთო უცბაშად
და
მე თვითონ გაოცებულმა ვუპასუხე რა ერქვა და ლამაზი ცხენებსი ქვეყანამეთქი...
ჰხომ ვამბობ, საკუთარი თავის გარდა აღარავინ მა20ებს მეთქი... ჩემი თავი კი ალბათ ისაა, რაც ქვეცნობერია, ანუჰხთ რასაც არ ვიცნობ, თორემ რასაც ვიცნობ, ის გამორიცვხულია ჩემი თავი იყოს, ის სხვაა :შ

ჰხოდა იმ ტაქსის მძღოლმა კიდევ ისაო :შ როგორც კი გაჩერდა სამარშუტო და ჩამოხვედით მივხვდი ქართველები იყავით, უცხოელები ყველა ერთმანეთზე უფრო მახინჯიაო :შ ჰხოდა აი ამ სიტყვებზე გავიფიქრე, მგონი ქართველებს მართლა გადამეტებული წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავებსა და საერთოდ ყველაფერ ქართულზე მეთქი და დანარჩენი დღეების მანძილე ეს აზრი გაღვივდა, გაღვივდა გაღვვივდა და ბოლოს იმ დონეს მიაღწია რომ საბოლოოდ დავრწმუნდი, ჩვენ ნატოში ვერ შევალთ, ვერასდროს ! რომც შეგვიშვან, მაინც ვერ შევალთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერი, რომლებიც ან მეტნი ვართ ვინმეზე ან ნაკლები და არავისთან თანასწორი და ყველა კავშირი სადაც ჩვენს გარდა სხვებიც იქნებიან, არაბუნებრივი იქნება და ხელოვნურად შეთითხნული, რადგან არც მიწისა ვართ, არც ცისა....

მიყვარს საზღვრის ფეხით გადაკვეთა
მიყვარს, იმიტომ რომ  ის 20 ოდე ნაბიჯი, რასაც ერთი ქვეყნის გამშვები პუნქტიდან მეორე ქვეყნის გამშვებ პუნქტამდე გაივლი, უფრო მრავლისმომცველად ამაღელვებელია, ვიდრე თვითმფრინავით გადაფრენილი ათასობით კილომეტრი...
ამაღელვებელია, იმიტომ რომ ვერასად, ვერასდროს ვერანაერ სიტუაციაში ისე ვერ აღიქვამ ამაოებას და ადამიანის მიერ მოგონილ, დადგენილი ნომრმების სისისულელეს, როოგორც ამ 20 ნაბიჯის გადადგმისას და ისე არასდროს შემოგაწვება თავისუფლების და უჯებირობის სურვილი როგორც აქ, ამ დროს...

ნუთუ არსებობს რომელიმე თქვენგანი, რომელსაც ამ ნაბიჯების გადადგმისას არ უფიქრია მოდი დავრჩები ამ ნეიტრაულრ ტერიტორიაზე და ვიქნები ასე უსამშობლოდთავისუფალიო... ნუთუ რომელიმე თქვენგანს არ გასჩენია სურვილი, მოდი გადავალ გადმოვალ გადავალ გადმოვალ გადავალ გადმოვალ დღეში 100 ჯერ ამ რამდენიმე ნაბიჯს და მესაზღვრეებს მივახვედრებ რომ სისულელეა ეს ყველაფერიო...

ღამე ჰხომ ყველასთვის ანათებს თეთრი მთვარე ო

კი არა და

შეიძლება მიწა ყველას ჩვენ ჩვენი გვაქვს, მაგრამ სამაგიეროდ ცა გვახურავს ყველას 1 ო
თუ როგორცაა...
ბანა

იშხანი
ოშკი...
საქართველოა რა საქართველო უსვეტიცხოვლო, უგელათო, უალავერდო, უოშკო, უხახულო, უბანო, უპარხალო, უხანძთო, უხახულო....

ნეტავ 1 საუკუნის შემდეგ აფხაზეთშიც ჩავლენ ჩემი შვილისშვილისშვილისშვილები
და
მოისმენენ ლეგენდას იმის შესხებ რომ ოდესღაც ეს მიწა ჩვენი იყო? :\
ნეტავ ისინიც ასე შეეგუებულები გაიფიქრებენ, რომ ესაო ისაო, რაც გინახავს ვეღარ ნახავ

?
მაგრამ თუ 1ელ სოფელს უნდა ბოლო მოეღოს...
გზაა იმდენი, თავზე საყრელი ფიქრისთვის...
თბილისი-ტაო-კაბადოკია-ტრაბზონი-თბილისი
მთეელი 3600 კმ
მოკალათდი ფანჯარასთან, დაიდე სამგზავრო ბალიში და იფიქრე იმაზე რაც ფიქრად არ ღირს...
დაისიზმარე ის, ვინც სიზმრად არ ღირს..
ქეცბაია...
მელ გიბსონი
:სპყ:

თუმცა ზოგჯერ რეალობა უფრო საოცარია ვიდრე სიზმარი
თუნდაც მაშინ
კაბადოკიაში შესვლისას
ღამე იყო ლურჯი რომ სიშავეშუ გადადის და უფრო და უფრო ლურჯდება
გზა იყო სწორი სწორზე უფრო სწორი და
ასფალტი იყო ერბოს აკრეფდიო თუ რაღაც...
გარშემო იყო ტრამალები
უხეო
უსახლო
უადამიანო
და
ქუხდა
და
მთელი ჰორიზონტი იბლანდებოდა ელვის ოქროსფერი ხაზებით..
შორს კი ბუზის ოდენად მოჩანდა სინათლე
როგორც ნიშანი იმისა,
რომ
კაბადოკია,
მსოფლიოს მე-8 საო20რება\
მართლა არსებობს !


საჯოსჯა 1

ზუსტად 5 საათში ჩემი მაღვიძარა
კი არა და
ტელეფონი დარეკავს
და
ძილბურანში მყოფს ძალიან დამეზარება გაღვიძება...
ვიფოქრებ, რომ.. ოო, ოღონდ ჯერ არა...
მაგრამ თავს ძალას დავატან, წამოვხტები
და
დავიწყებ გამზადებას...
ასე ხდება ჰხოლმე ყოველთვის..
ახლაც ალბათ ასე იქნება...
ჩანთა ჩავალაგე
უფრო სწორად, დამეზარა გამზადება
და
ფიქრი რა წავიღო, რა არ წავიღო
და
ყველაფერი ჩავტენე ჩანთაში........
ჩემს ტანსაცმელსაც ჰხომ უნდა ჰხაერის გამოცვლა...

რატომღაც მომინდა, რომ ეს ერთი კვირა
ბლოგზე აღვბეჭდო...
ალბათ იმიტომ, რომ
მოლოდინი
ნულის ტოლია
და
შესაბამისად, რაც ამ ერთ კვირაში მოხდება
ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი და საინტეერსო იქნება
როგორც იმისთვის
რა ჰქვია....


შეგრძნება იმისა, რომ აზრზე არ ვარ სად ვიქნები ჰხვალ ამ დროს
უკვე
მშუენიერია...
თუმცა ეს ჰხვალ...
ახლა მხოლოდ იმას ვგრძნობ
რომ
რაღაცის წაღება მავიწყდება
მაგრამ 
რისი აზრზე არ ვარ....



მოკლედ, რა არ ვიცი, მაგრამ რაღაც იწყება....  : )