თუშეთი -1-2

მაგთი თუ ჯეოსელი?
საქართველოს ბანკი თუ თიბისი?
წითელი თუ შავი?
სვანეთი თუ თუშეთი?

ეს მერამდენე წელია, ზაფხული ჩვეული ფიქრით დაიწყო
"სვანეთი თუ თუშეთი?"

ჰხო, სხვა წლებში იგივე შეკითხვას ვუსვამდი საკუთარ თავს და პასუხი მუდამ ერთი და იგივე იყო "სვანეთი"! თუშეთი მოჩანდა როგორც ტკბილი ლუკმა, ბოლოში მოტოვებული სიამოვნება... სვანეთი, როგორც ასრულებული ზღაპარი, რომელიც ყოველი ნახვის მერე თავიდან ზღაპრდება... თუშეთი სხვაა... თუშეთი შორსაა. წელს ისე სვანეთი, თუშეთი სხვა დროს... - ვფიქრდობდი.

ჰხოდა წელს სხვა დრო მოვიდა
სულ სხვა
ამიტომაც არ მიფიქრია ბევრი, არც მოვმზადებულვარ, არც რუკაზე შემიხედავს საიდან და როგორ და რანაერად... უბრალოდ ავდექი და წავედი.

დღე პირველი
ზღაპრის დასაწყისი

15 ადგილიან სამარშუტოში ჩავეტენეთ 17 ადამიანი 17+რამდენიმე უშველებელი ჩანთით... შეუძლებელი შესაძლებელია, მითუმეტეს მაშინ როცა ზღაპარი იწყება...გავიარეთ გომბორი, რომელიც მანამდე არ მქონდა ნანახი და თავი არ მქონდა საკუთარი თავისთვის მეკითხა მომეწონა თუ არა...
კარგია გზა, რომელსაც იცი სად მიჰყავხარ
რამდენი მანქანა დადის გზაზე
აააათასობით
და
თითოეულ მანქანაში ზის ადამიანი, რომელმაც იცის სად მიდის
ანუჰხთ აქვს მიზანი ადგილის სახით სადაც უნდა მივიდეს
კი არა და
ადგილი აქვს, სადაც მიესვლება
მაგარია

პირველი ღამე გავათენეთ პერწკლის ბიძის თუ დეიდის კი არა და საერთოდაც ნათლიის სახლში-ალვანში.  სახლი იყო წითელი აგურით ნაშენები, ლამაზი ეზოთი ყველა  საჭირო ატრიბუტით - წყლის გადავლების საშუალებიდან დაწყებული რბილ საწოლში დაძინებით დამთავრებული.
ღამე ძილბურანში ვწერდი მეძავი ქალისა და ღამისგასათევებელსახლ/სასტუმროების შედარებით დახასიათებას.. მიხვალ, ერთი ღამით გასიამოვნებს, მერე შენ შენი გზით წახვალ და დაივიწყებ და ის კი დაელოდება სხვას რომელიც ასევე ერთი-ორი ღამით მივა, მოისვენებს და მერე დასვენებულგალაღებული გაუყვება გზას....
ჰხოდა ადამიანი გადაწყვეტს რომ საკუთარი სახლი ჰქონდეს, ისეთი როგორიც უნდა რომ ჰქონდეს და იწვალებს იწვალებს იწვალებს
ააშენებს
დაამშვენებს
და
თვითონ მოუფრთხილდება,  იმიტომ რომ თავისია
და
ალბათ ფეხზეც კი იხდის, სანამ ამ ოთახში შევა,
და
ამ დროს მოვა ვიღაც სრულიად უცნობი 17 ადამიანი
და
მის ნაშრომნაღვაწგაფრთხილებულს თავდაყირა დააყენებს, ისე, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო...
თითქოს ეს სახლი ვალდებულია მას მოემსახუროს ;~
ამდენ სისულელეს რომ ფიქრობ დაგეძინება, აბა რას იზამ?
ჰხოდა დამეძინა
თანაც
ტკბილად არა და გრილად


მეორე დღეს ადრიანად წამოვხტით და ერთი ღამით აბარგებულები, ისევ ჩავბარგდით.
წასვლამდე გავანადგურეთ თბილისიდან წამორებული ძეხვეულღორის ხორცეული... თუშებს ღორი და ღორთან დაკავშირებული ყველაფერი სძულთ შეიძლება არა და არ აღიარებენ....  ამ საკითხზე  პროტესტის გრძნობა ბევრს ჯერ კიდევ თბილისსში გაუჩნდა, არს ჰქვია ღორის ჰხორცი არაო... მეც მომიწია მაღაზიების შემოვლა არაღორისხორციანი საჭლის დაყიდლად, თუმცა თვითონ თუშეთშიც ბევრმა არ იცის რატომ და რისთვის არის ეს ტრადიცია... თუშეთში გვითხრეს, აქაური ქალამანსაც არ ჩაიცვამს ღორის ტრავისგან თუა დამზადებულიო... გარეული ტახიც კი თუ მოინადირაო, წაიღებს და ალვანში შეჭამსო... ალბათ მუსულმანურ სამყაროსთან სიახლოვემ შვა ეს ტრადიცია.. რას გაიგებ... ყოველ შემთხვევაში სადაც მიჰხვალ იქაურ წესჩვეულებადათებს პატივი ეციო და ჩვენც უარი ვთქვით ღორზეც, მის ხორცზეც, ტყავზეც და ჩლიქზეც...



ჰხოდა მოვიდა დილით უშველებელი სატვირთო მანქანა.. აი საბარგულზე ძირითადად ქვიშა და ცემენტი რომ უყრიათ ჰხოლმე ეგეთი... მოვთავსდით საბარგულში ჩვენს ბარგთან ერთად... ზოგმა ადგილი პირდაპირ მანქანის ძარის თავზე დაიკავა... ზოგი იქვე მიწვა ზოგი ჩამჯდა და მანქანა დაიძრა...
თავიდან ყველაფერი ძალიან სახალისო იყო... მანქანის საბარგული შემომსხდრები წუთში 5 ჯერ ვაკეთებდით ბუქნს რომ გზაზე შემომხვდარი ხეების უშველებელი ტოტები სახეში მორტყმისგან აგვეცილებუნა.... ყველაფერი ეს ძალიან ჰგავდა ჩემი ბავშვობის საყვარელ თამაშს "მარიოს"... აი ისე რომ უნდა გეხტუნავებინა მარიო რომ თავი არაფრისთვის აერტყა, თორემ ემრე დიდ უფსკრულში რომ ვარდებოდა და გეიმ ოვერ რომ ეწერებოდა... ჰხო ძალ;იან ვგავდით მარიოს, თუმცა მეეჭვება  საბარგულიდან გადმოვარდნის შემთხვევაში თამაშის თავიდან დაწყების შანსი კიდევ მოგვცემოდა : დ



თუშეთის გზებზე ბევრი მსმენია მანამდე...საქართველოში ყველაზე რთულად გასავლელ გზად სწორედ თუშეთი ითვლება...თუმცა, რწმენა ყველა სიძნელეს ჰხომ სძლევს... ჰხოდა ჩვენც ვიწამეთ, რომ ჩვენი მძღოლი ყველა სხვა მძღოლზე უფრო უმძღოლესი იყო და ამიტომ ყოვლად ურეაქციოდ შევყურებდი როგორ გადადიოდა მანქანის ბორბლები ხრამში და როგორ ვეკიდეთ ჰაერში....  ეგ კი არა და მანქანაში დაძინება და გაღვიძების შემდეგ გზად წიგნის წაკითხვაც კი მოვახერხე...




თბილისიდან ბათუმამდე ჰხომ იღლებით ჰხოლმე გზად რომ მიდიხართ? ჰხომ გგონიათ რამდენი ვიარეო, ქვეყანა გადავიარეო?
ჰხოდა ახლა წარმოიდგინეთ ეგ დრო რასაც ბათუმამდე გადიხართ სულ წინ კი არა სულ მაღლა რომ იაროთ... ავცდით ღრუბლებსაც და ცის კარიბჭერსაც და ღრუბლებსაც და თვითმფრინავებსაც და პარალელური სამყაროების არსებობის არ გჯერათ? წადით თუშეთში და დაიჯერებთ... სადღაც, ჩვენს მაღლა, რაღაცეები ჰხდება.... თან ბევრად უფრო კარგი, ვიდრე აქ....



პირველი გაჩერება თუშეთში იყო ომალო.
ჰხო პირველი გაჩერება იყო და მაგიტომ მეგონა რომ ომალო ძალიან ლამაზი იყო თორემ უკვე წამოსვლისას ვიცოდი რომ ომალო თუშეთში ყველაზე არამომხიბლავი ადგილია.. ნუ ჩემი აზრით რა თქმა უნდა....



დართლო ომალოდან საათ,ნახევრით შორს მდებარეობს.... ეს ის ადგილი იყო, სადაც პირველი თუშური ღამე უნდა გაგვეთია... აი შატილი ჰხომ იცით, შატილი რომ გაამაშტაბოთ და გაადიდოთ და გაამრავალფეროვნოთ, ეგაა თუშეთის ნებისნიერი ერთი სოფელი....




გაიშალა ჯერ კარვები, მერე სუფრა....
დავლოცეთ თუშეთის ცა და მიზა და უკან ტყე და წინ ბუნება და დართლოსთან 3 კმ ზე მდებარე სოფელ დანოსკენ გავეშურეთ...


დანო არის პერწკლის სოფელი.

ანუჰხთ ისეთვე, როგორც ჩემთვის ზნაკვა და სანამ იმ სამ კილომეტრს გავივლიდი, რაც დართლოდან დაომდე იყო გასავლელი, ვფიქრობდი, რა მაგარი რამეა სისხლი და ფესვები და ის ინფორმაცია რომელსაც ჩვენდა უნებურად ჩვენს შემდეგისშემდეგისშემდეგისშემდეგ თაობას ვუგზავნით და ის ინფორმაცია რომელიც ჩვენი წინაწინაწინაწინაწინა თაობიდან ნივიღეთ და ახლა თუ უცბაშად მე ვიღიმი, შეიძლება იმის ბრალია, რომ  ჩემი ბაბუისბაბუისბაბუის ან ბებიის ბებია იღიმოდა ასე და საერთოდაც, ნაკუწნაკუწ ვარ შეგროვილი ჩემი წინაპრებისგან და მაგარია...
ჰხოდა გარემო ჰხომ ჰქმნის ადამიანს და საოცარია იმის წარმოდგენა რომ აი თუნდაც პერწკლი იმ მთებმა შექმნმა და იმ მინდორმა და იმ ტყემ და იმ მდინარემ ისეთად როგორიც არის, რომელიც ჩემთან და კიდევ დანარჩენ 16 ადამიანთან ერთად ნახა პირველად....



უცბასად მოიქუშა და დაიქუხა და წამოვიდა წვიმა მსხვილმსხვილი წვეთებით... ალბათ იმიტომ რომ რომელიმე ჩვენსავით პირველად ნამყოფმა დაუდევარმა მგზავრმა ქალმა ხატთან გაიარა და ბუნებამ არ აპატია და იწვიმა...ჰხო, ესეც თუშური ტრადიციაა... ტრადიცია კი არა ეს თუშური ყოველდღიურობაა... ხატთან ქალის გავლა არ შეიძლება... ეს ყველა თუშმა იცის, სამი წლის ნინოდან დაწყებული გულნაზი დეიდათი დამთავრებული. როცა პირველად ამ ამბავს გეტყვიან გაგეღიმება და იტყვი ცრურწმენაო... მერე დარცები ერთ ღამეს თუშეთში, იგრძნიბ შენში თუშურ ქართველობას და მეორე დღეს სხვებს გააფრთხილებ, არ გაიარო, ბუნება გაგვიწყრებაო...

ჰხოდა იწვიმაიწვიმა ისე ბარაქიანად, რომ დავსველდით თავიდან ფეხებამდე თუ არა თმებიდან კოჭამდე მაინც....გაციების წამალი რა არის მთაში? რა თქმა უნდა არაყი... თან არაყი იყო ისეთი, ატომური ბომბის ნაწილაკებისგან შემდგარი.. აი ასეტერიქსი და ობელიქსი რომ სვამენ ფილმში და უცბაშად ბრრრრრო რომ იძახიან და სხეულის ყველა უჯრედი რომ ერთბაშად აბობოქრდება ისეთი  :დ


დავიძინეთ ადრევე, რაგანაც მეორე დღეს წინ დიდი გზა გველოდა... თუმცა წინასწარ არ ვიცოდით რა გვიმზადება თუშეთი თავისი თავის განსაკუთრებულად შესაყვარებლად.

0 comments: