სამარგალო

როდის მიდის ადამიანი ერთი და იგივე ადგილას
2 ჯერ არა და 8 ჯერ
1) როცა მნიშვნელობა აქვს სად მიდიხარ
2) როცა მთავარია ვისთან ერთად მიდიხარ
3) როცა მნიშვნელობა აქვს სად მიდიხარ და მნიშვნელობა არ აქვს ვისთან ერთად მიდიხარ
4) როცა მნიშვნელობა აქვს ვისთნ ერთად მიდიხარ და მნიშვნელობა აქვს სად მიდიხარ

ჰხოდა სამარგალო ის შემთხვევა იყო როცა მნიშვნელობა ჰქონდა ვისთან ერთად მივდიოდი და მნიშვნელობა ჰქონდა სად მივდიოდი

ციხეგოჯს პირველად 2 წლის წინ ვესტუმრე. ზამთარი იყო..უფრო სწორად,  ზამთარი მიდიოდა, ჰხოდა გაზაფხულს თბილისში ჰხომ არ შევხვდებოდი... ავიყარეთ და წავეყარეთ... 
წვიმდაწვიმდაწვიმა
ციოდაციოდაციოდა
ბრრრრრრ
ასე
ჰხოდა ნოქალაქევგოგირდებჰხალხისიტუაციაგარემო
ისეთი
იყო რომ
იმავე წლის
აპრილის თვეში მეორედ მოვინახულე იგივე ადგილმამულები
ჰხოდა ვიცოდი მაშინვე რომ
რაც მეორედ ხდება
ის მესამედაც მოხდება
ოღონდ მაშინ როცა არ ელი..
დაუგეგმავად..

გამოხდა ჰხანი..

და აი  გუშინ არა და გუშინ წინაც არა და იმის წინ
ანუჰხთ
2011 წლის 1 ივლისის საღამოს
მე ისევ მატარებელში ვიჯექი ისევ სამარგალოსკენ მიმავალი...



ადამიანს მოსწონს ყველაფერი, რაც მისთვის უცხოა
ასევე
ადამიანს მოსწონს ყველაფერი რაც მისთვის ნაცნობმოგონებების ამღძვრელია

ანუჰხთ ადამიანი მუდმივად მოწონების პროცესში იმყოფება
და
რაც მუდმივია ის ჰხო არაა შესამჩნევი

მმ

მატარებელში ძილი ყველა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში ძილზე უკეთესი რომაა არახალია ძველია... კარგია გამოძინებული ადამიანი, რომელის დღეც 6 საათზე იწყება, იმიტომ რომ მზის ამოსვლა მზის ჩასვლაზე უფრო ენერგიულია...

დილის 7 საათზე უკვე დაბინავებულდასვენებულყავადალეულები ვიყავით. გამზადებულნი საბოდიალახალძველის სანახავად...

ზუგდიდში სამჯერ ვარ ნამყოფი, ძირითადად მაშინ, როცა სვანეთისაკენ მივუყვები გზას და ზუგდიდი კი ჩემს გონებაში იმის სიმბოლოა, რომ გზა გავლილი სავლელი ერთია ამდენი სვანეთამდე....
დადიანების სასახლე ზუგიდიდსთვის იგივეა რაც ჩვენთვის რუსთაველის გამზირი... არა ალბათ უფრო მეტიც... აი ჩვენთანაც ჰხომ არის მთავარის გვერდით მეორე მთავარს რომ ვეღარ ამჩნევ... ჰხო, 3 ჯერ ვიყავი დადიანებში ნამყოფი და არცერთხელ ბოტანიკურ ბაღში... არადა ისა... <3



ზუგდიდიდან სენაკ/მარტვილისკენ ტაქსით გავეშურეთ.... წუიმდაწუიმდა ისე რომ.....
აი მეგრელებზე ანეგდოტები ჰხო მოგისმენიათ... ან ერთი ისტორია მაინც ჰხომ აქვს ვინმეს მონაყოლი მეგრელებზე... ან ბოლოსდაბოლოს  ერთხელ მაინც ჰხომ გაგიგიათ საზოგადოებაში გავრცელებული აზრი მეგრელებზე... ჰხოდა ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ და მიხვდებით როგორი იყო ჩვენი მძღოლი : D




ციხეგოჯი დამხვდა ისეთი, როგორიც დავტოვე ორი წლის წინ.. ანუჰხთ ისევ აღვფრთოვანდი...
მდინარე იყო მწუნემწუნემწუნე მმმ თითებს ჩაიკვნეტდი ისეთი...
გოგირდები ისევ ორთქლდებოდა მინდორზე
და
მისტიური გარემო ისევ მისტიურობდა ზაფხულის ცხელ მზიან დღეშიც კი...

ჰხოდა კიდევ... რაც ჩემთვის განსაკუთრებით ბევრმოგონებიანი იყო... ციხეგოჯის ეზოში ორი ნაძვი დგას.. ჩვეულოებრივი მარადმწუანეაწოწილი ნაძვები...  ჰხოდა არ მახსოვს რატომ,  ალბათ რაიმე მიზეზის გამო, ორი წლის წინ ამ ანძვებს მე და მირანდამ აფხაზეთი და სამაჩაბლო დავარქვით... ჰხოდა მოვინახულე ჩემი დაკარგული ტეროტირიები კიდევ ერთხელ <3 ჰხო მართლა, ეს ნაძვები თურმე მთლად უბრალო ნაძვები არ ყოფილან... დაცვამ გვითხრა, კენძი უნდა ესროლო და სურვილი ჩაიფიქროვო,,, ღუ არ ჩამოვარდა აგისწრულდებაო..
ჰხოდა ჩავიფიქრე და ვესროლე

და
არ ჩამოვარდა :ც :ც :ც



ჰხოდა ციხეგოჯში ერთი მუზეუმი დგას... აი რაღაცნაირი... სევდიანი მუზეუმი... რომ შეხვალ და რამდენიმე ქვის ნატეხი დაგხვდება რომელსაც თავზე დაჰფოფინებენ :შ ჰხოდა ვიკითხეთ კი მაგრამ ან ოქროს რაიმე ნივთი არ აღმოუჩენიათ აქ ან ლითონის მაინცო და კი ბევრი მაგრამ ომის დროს მხედრიონი მოვიდა და წაიღოვო...:შ ჰხოდა აი ვითომ ჰხომ არაფერი, მაგრამ ნამეტნავად ავჩუყდი უცბაშად :შ



ციხეგოჯიდან წავედით მარტვილში იმ კანიონის სანახავად, მიშამ რიმ გახსნა :შ სახელი არ ვიცოდით და ამიტომ კანიონი "მიშამ რომ გახსნა" თი მოვნათლეთ... თუმცა ვისაც ვეკითხებოდით, ყველა მაშინვე ხვდებოდა რას ვგულისხმობდით...

გავეპრანჭეთ 5 გოგო ქუჩაში შემხვედრ ერთ ბიჭს...ისიც ადგა და გამოგვყვა : D ჰხოდა იყო საუცხოო მეგზური....მოგვატარა კუთხე კუნჭულ კანიონი... გვეხვეწა ნავზე დასხედით, მერე რა რომ სამი ფენა ძირიდან 2 ფენა გახვრეტილიაო :შ







მარტვილის მერე სალხინოში წავედით.. დადიანების საშემოდგომო რეზიდენციაში... სასახლის ბაღი ისეთი იყო, შეგრცხვებოდა დიდი, ძველებურგაბერილფურფუშელებიანი კაბა რომ არ გეცვა და ისე რომ არ სეირნობდი მარაოთი ხელში...


ჩანართი N38138 - ზუგდიდსკენ მიმავალ გზაზე ერთი მოხუცი კაცი შეგხვდა.. საკუთარი სახლის წინ იჯდა რაღაცნაირად ლამაზსუფთად გამოწყობილი... გავაჩერეთ და ვკითხეთ სწორ გზას ვადგავართ თუ არაო და მოვიდა, გაუხარდა უცხო ხალხის დანახვა... საითკენ მიდიხართო და სანამ ჩვენ ვთქვით ზუგდიდშიო მძღოლმა უთღხა სვანეთში, ბეჩოშიო :||| ( ჰხომ ვამბობ, ტიპიური მეგრელი მძღოლი გვყავდა)... ჰხოდა ამ კაცს სახე გაუცისკროვნდა, ბეჩოში მზექალა თუ მზევინარი იკითხეთ და უთხარით შენმა ძმამ მოგიკითხა, ერთად რომ სწავლობდით ტექნიკუმში და და რომ მომიკვდა და იმ დღის მერე ის მზექალა თუ მზევინარი გახდა ჩემი დაო :შ ჰხოდა ახლა იმ კაცს ალბათ გულის სიღრმეში სჯერა, რომ ჩვენ მოვძებნმეთ იმის დობილი და მოვიკითხეთ .... :შ





რა გასაკვირია რომ ამდენი მგზავრობის მერე მოგვშივდა.. თან ძალიან... იმდენად რომ გონება ჩვენი კუჭის შესაძლებლობებს სამჯერ უფრო მეტად თვლიდა და შესაბამისად შეკვეთილი საჭმლის 1/3 ისევ ხელუხლებელი დარჩა მაგიდაზე.... მომსახურება რესტორანში ისეთი იყო, თბილისის ბარ/რესტორნებს შეშურდებოდა... ანუჰხთ ღიმილიანი.... ალბათ ამის ბრალიც იყო, შუა ზუგდიდის შუა რესტორანში ჭამა/სმის შემდეგ როკენოლი რომ  ვიცეკვე :D  :ვაიმეჰხთსირცხვილოსადაასიწითლეშენი:



ღამე იყო მყუდრო კომფორტული სამზარეულო, კიტრის წნილი და თეთრი ღვინო... და 5 გოგო თავიანთი ისტორიებით... ისტორიებით არა, სადღეგრძელოებით... და გახსენება იმ ხალხის რომლებიც ცხვრების მანძილზე ერთხელ შემთხვევით შეგვხვდნენ, არც სახელი გვახსოვს, არც გვარი, არც სახე არც ის რატომ და რა ვითარებაში შევხვდით, მაგრამ გვახსოვს რომ ვიღაცამ სადღაც რომელიღაც უცხო ადგილას რაღაც სიკეთე გაგვიკეთა..  თუნდაც უბრალო თბილი ღიმილი... ადამიანი მოვიდა შენთან და ემოცია გაჩუქა... რამდენნი არიან.... ძალიან ბევრნი... ჰხოდა გაუმარჯოთ... ჭახ




მერე დღეს გვეძინა დიდხანს და ტკბილად და თბილად
ვაიმე მალე ავდგეთ და გავიღვიძით გვავგიანდება ების გარეშე...
დროდადრო წინა დღით დამწვარი მხრები მახსენებდა რომ რასაც ვხედავდი ის უბრალოდ სიზმარი იყო...

სამეგრელოში წასვლა რომ გადავწყვიტე განსაკუთრებით მაცდურად ანაკლიის ნახვა ჟღერდა... აი რას უშვრება ადამიანს ტელევიზია... ერთხელ ვნახე როგორ სიცილით გაირბინა მიშამ პლაჟზე და თან ყვიროდა ანაკლია მაგარიაო თU რაღაც... არა მაგიტომ არ მინდოდა ანაკლიის ნახვა.. მიშა იმასაც ამბობდა, აქედან აფხაზეთი რამდენიმე ნაბიჯზეაო... ჰხოდა მაგ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი... მაგრამ აღმოჩნდა რომ აფხაზეთის კიდევ უფრო ახლოდან ნახვის საშუალებაც მქონდა...  ანაკლიიდან, სადამ მხოლოდ მტვერი და მომავალში სასტუმრო დამხვდა, განმუხურში გადავინაცვლეთ...
განმუხურში ზღუა იყო ისეთი როგორიც არის ჰხოლმე ბათუმში და როგორიც იყო ანაკლიაში და როგორიც იქნებოდა ზუსტად ერთი ფეხის ნაბიჯზე უკვე აფხაზეთად წოდებულ ტეროტირაზე...


სანაპიროზე ჩარჭობილი იყო ერთი ჯოხი, ყვითელლენტა შემოხვეული.. ჯოხის თავთან იყო პატარა ბორცვი ოთხნაბიჯიანი და ამ ბორცვის ორი ნაბიჯი საქართველო იყო, ორი აფხაზეთი... ჰხოდა ზღვაზე იყო პატარა ტალღები აი სადღაც უსასრულო სივრციდან რომ მოდიან ნაპირისკენ თავისუფლად და ლაღად და ნარნარნარნარით და ერთი ტალღის ნაწილი აქ, განმუხურში ეხეთქებოდა ნაპირს და მეორე ნაწილი აფხაზეთს
და მე ვიდექი ჯოხთან მზეს მიფიცხებული და  ჩემმა მარჯვენა მკლავმა ზაგარი მიიღო საქართველოში, ნებადართულტერიტორიაზე და მარცხნეა მკლავი კი ასევე საქართველოში, ოღონდ აკრძალულ ზონაში გამერუჯა... და ეს ყველაფერი სასაცილო არ არის? არა? კაი :|



რაორაო რას წერდით ჰხოლმე სკოლაში თემას რომ გაწერინებდნენ საქართველოზე, როგორი ქვეყანაა საქართველოვო? მე ვიწყებდი ამ სიტყვით "სტუმართმოყვარე" : D მაშინ არ ვიცოდი წესიერად რას ნიშნავდა ეს სიტყვა, უფრო სწორად ვიცოდი, მაგრამ არ ვგრძნობდი, რადგან მე ვიყავი ჰხოლმე ძირითადად მასპინძელი და აი სტუმარი როცა ჰხარ და საკუთარ თავზე გრძნობ ამ მოყვარეობას, სულ სხვაა :)


დაიკლა წიწილა, ერთი, ორი...
ჩაიხარშა სულგუნი ელარჯში,
ნუ ღომი ჰხომ თავისთავად
კიტრს და პამიდორს არაფერი სჯობს ზაფხულში
ხაჭაპურები ცხელცხელი
დაღვინო წითელი
ეზო მწუანე
მაგიდა  მრგვალი
ხალხი კეთილი




გამოგვაცილეს, ჩაგვსვეს მატარებელში...
შეგრძნება რომ ეს სახლი, სადაც ორი მშუენიერი ღამე გაატარე, შეიძლება ვეღარ ნახო
დავემშვიდობე და დავპირდი რომ კიდევ ვნახავდი
მაგრამ ასე მალე თუ ავასრულებდი ჩემს დაპირებას არ მეგონა...
მატარებლის მეორე სართულზე ძილისათვის მოკალათებული ისევ უკან ჩამოვძვერით და დავბრუნდით იქ, სადანაც მოვედით  -  ხარაგაულში მატარებელს ცეცხლი გასჩენია და რეისი გადაიდო ო : D


მეორე დილით, ადრიანად, უკვე ნამდვილად დავემშვიდობე სახლს... დავპირდი რომ კიდევ ვნახავ... ვინ იცის, იქნებ ავასრულო კიდევაც... როგორ ვამბობდი წეღან, რაც ერთხელ ხდება, ის მეორედაც მოხდება და მესამედაც...ოღონდ მესამედ მოულოდნელად ო... ჰხოდა მიყვარს მე მოულოდნელობები <3



1 comments:

gugal said...

magari fotoebia, ise,ramdeni lamazi adgili gvaqs romlis shesaxeb ar vciti:(an vicit,magram nanaxi ar gvaqvs